-
2015-10-14 22:54
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი 2% შეინარჩუნა. ფონდმა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზები გამოაქვენა.
ანგარიშის მიხედვით საქართველოში 2015 წელს 2%, 2016 წელს 3% , 2020 წელს კი 5%იანი ზრდაა მოსალოდნელი. ფონდი მიიჩნევს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.1% იქნება, 0.3% ით ნაკლები ვიდრე 2014 წელს და 0,2% ით ნაკლები ვიდრე ივლისში გამოქვეყნებულ 2015 წლის ზრდის პროგნოზში.
მათვე მოსაზრებით, ეკონომიკის გამოცოცხლება განვითარებულ ქვეყნებში ნელნელა დაიწყება, მაშინ როდესაც აქტიურობა განვითარებად ეკონომიკებში მოსალოდნელია, რომ შემცირდეს. ფონდის ანალიტიკოსები მიიჩნევეს, რომ კაპიტალის შედინების შენელების, ვალუტის ზეწოლის გამო რისკები გაიზარდა განვითარებადი ბაზრებისთვის ამიტომ განვითარებად ეკონომიკებში ზრდის დაბრუნება 2016 წლიდანაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებ,ს ფონდის ანგარიშის მიხედვით რუსეთში ეკონომიკის ზრდა 3,8% ით შემცირდება. უკრიანაში 9%ით, აზრებაიჯანში 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, სომხეთში 2,5%, ხოლო თურქეთში ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება.
commersant.ge