
საქართველოს საგარეო ვალი 2015 წლის 30 სექტემბრისთვის 4,195 მლრდ დოლარია. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში 13 მლნ დოლარით, ერთი წლის განმავლობაში კი 121 მლნ დოლარით გაიზარდა.
2014 წლის საგარეო ვალის მოცულობა 4,074 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2015 წლის 31 აგვისტოსთის – 4,182 მლრდ აშშ დოლარს.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 2,95 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.
საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 720 მლნ დოლარამდეა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.
თბილისი (BPI)