-
2015-08-26 12:30
ფიზიკური პირების მიერ რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის რაოდენობა წლის განმავლობაში 41%-ითაა შემცირებული. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.
მონაცემები გადარიცხვის ელექტრონული სისტემების გამოყენების მიხედვითაა შედგენილი და შედარებულია 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან.
ამასთან, ეს თანხა შეადგენს ფიზიკური პირების მიერ უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის ჯამის 39,2%-ს. ამ მონაცემების მიხედვით, რვა თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოებული გადარიცხვები საქართველოში 24,2%-ითაა შემცირებული.