-
2015-08-24 14:50
სემეკში, დღევანდელ საჯარო განხილვაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალ ორ კომპონენტს - საოპერაციო დანახარჯებსა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტს განიხილავენ.
განხილვაზე სემეკმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია "თელასს" სავარაუდო შესყიდვის ფასი განუსაზღვრა 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კვტ-სთ-ზე.
საჯარო განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, კერძოდ, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი კახა ძაგანია ესწრებიან და ის ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსის" მიხედვით