"ფრესკოს" დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება

Image

„ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე შპს „გაზეთები ალია და კვირის ქრონიკა“ დირექტორს გიორგი ბრეგვაძეს და ჟურნალისტს გელა ზედელაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით ღია წერილით პასუხობს: 

 

"გიორგი და გელა !

 

გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 2015 წლის #21 და #25 ნომრებში, როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე, ჩემზე და „ფრესკოზე“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნეთ, რომლის მიზანიცაა იმ შეკვეთილი შავი პიარის გაგრძელება, რომელმაც თქვენი და თქვენი დამკვეთის აზრით უნდა გაანადგუროს „ფრესკო“ როგორც ბიზნესი და მაიძულოს მე დავტოვო საქართველო.

 

ვღებულობ გამოწვევას და თქვენთვის გასაგებ ენაზე გეუბნებით: მკიდიხართ!

 

საზოგადოებას და განსაკუთრებით ჟურნალისტებს წინასწარ ვუხდი ბოდიშს ამ სიტყვისთვის. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ გათავხედებულ, დაუსჯელობის სინდრომით (ან ვიღაცის მფარველობით) შეყპრობილ ორ ვითომდა ჟურნალისტს, რომლებიც არცხვენენ ამ საამაყო სახელსა და პროფესიას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან სასამართლო პროცესი წააგეთ თქვენი აბსოლიტურად გადაუმოწმებელი ფაქტების გამო და კიდევ რამდენიმე სასამართლო პროცესი გელით წინ, მაინც ვერ ისვენებთ და ჩვეული სიჯიუტით აგრძელებთ აბსოლუტური პასკვილების წერას, რომლის რესპოდენტების უმეტესობა ან „ფრესკო“-დან დათხოვილი თანამშრომლების ნათესავები ან „ფრესკო“-დან უარით გაშვებული მომწოდებლები არიან, ზუსტად მათი პროდუქციის უხარისხობის გამო. თან ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ თქვენ გიორგი და გელა, მე ბიზნესმენს, მასწავლით მარკეტინგის და ფასწარმოქმნის პრინციპებს და თანაც ისეთი შეუვალი ტონით, რომ მგონია მალე სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოსაც გამოსცემთ ამ თემაზე.

 

გიორგი და გელა !

 

ბევრს არ გწერთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაიგებთ, მაგრამ ჩემი სახელი და მამის სახელი მაინც წერეთ სწორად, რა ვერ დაიმახსოვრეთ ამდენი ხანი, რომ მე „ბატონი ვასილ იმანოვიჩი“ კი არა „ბატონი ვასილ პლატონოვიჩი ვარ“ და გარდა ამისა, ძალიან გთხოვთ თუ ასე არ მოგწოთ ჩემი ქსელი, არ იაროთ „ფრესკოში“ პროდუქტების შესაძენად, თორემ იძულებული ვიქნები ეს კადრებიც დავდო „ფრესკოს“ ფეისბუქზე.

 

ასევე მინდა შეგატყობინოთ, რომ უახლოეს თვეებში „ფრესკოს“ კიდევ ორი ახალი სუპერმარკეტი გაიხსნება ისანსა და გლდანში, რომელიც დაასაქმებს 460 ადამიანს და ბიუჯეტში მილიონობით ლარს შეიტანს ყოველწლიურად. პარალელურად მიმდინარეობს ახალი მიწების მოძიება შემდგომი განვითარებისთვის.

 

P.S როდესაც ამ წერილს გწერდით „ფრესკოს“ საგადასახადო შემოწმების აქტი მოვიდა ფინანსთა სამინისტროდან, ჯერ ვიფიქრე რომ თქვენთვის მისი ქსერო ასლი გამომეგზავნა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, შეიძლება ცუდად გახდეთ და მთლად ასეც არ მემეტებით

 

P.P.S მიუხედავად ყოველივე ამისა, „ფრესკოს“ გუნდი ყოველთვის მზადაა და მადლობელია ჯანსაღი დასაბუთებული კრიტიკისთვის, მათ შორის თქვენგანაც, რომელიც გვეხმარებამუშაობაში და მიმართულია მომხმარებლების „ფრესკოს“ თანამშრომლების და ჩვენი საყვარელი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

თქვენი ვასილ სოფრომაძე."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !