-
2015-06-25 21:29
გერმანული კონცერნ "კერხერის" ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კავკასიაში და მისმა პარტნიორმა შ.პ.ს. "ეკოლაინმა" მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება დაეხმარონ თბილისის მერიას 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და გადასცენ მას 60 000 ლარის ღირებულების მაღალი წნევით რეცხვის უნიკალური აპარატურა.
შ.პ.ს. "ეკოლაინის" მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბატონი ირაკლი ანთიძის განცადებით, "კერხერი" და "ეკოლაინი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და შესაბამისად თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს იმ ადამიანებსა და სამსახურებს, რომელნიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ,
აქედან გამომდინარე, გასულ კვირას ქალაქ მინსკში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა "Alfred Kärcher GmBh & Co."-ს ვიცე პრეზიდენტი ექსპორტის დარგში აქსელ შტოლცი "კერხერის" წარმომადგენლობის და "ეკოლაინის" მენეჯმენტი. შეხვედრაზე იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ "კერხერი" და "ეკოლაინი" ერთობლივად გადასცემდნენ ქალაქ თბილისის მერიას 60 000 ლარის ღირებულების უნიკალურ ავტონომიურ მაღალი წნევით რეცხვის დანადგარებს, რომელთა გამოყენება მათ შორის ხდება ასეთი სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისას.
აღნიშნული მაღალი წნევით რეცხვის აპარატურა, უნიკალურია თავის კლასში, ვინაიდან ფაქტობრივად აბსოლუტურად ავტონომიურ და მობილურ სისტემებს წარმოადგენენ და მათ არ სჭირდებათ კვების გარე წყარო. აღნიშნული აპარატურა, ფართოდ გამოიყენება მათ შორის მსგავსი სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციისას.
"კერხერის" ოფიციალური წარმომადგენლობის დირექტორის, ალექსეი ალექსეივის განმართებით, "კერხერი" არასდროს რჩება უმოქმედოდ ასეთი მოვლენების დროს და ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას. "Alfred Kärcher GmBh & Co." -მ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ნეპალის მთავრობას ამა წლის აპრილში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისას ასვე, იაპონიის მთავრობას 2011 წლის დამანგრეველი ცუნამის დროს. ხოლო ეს უკანსაკნელი ღონისძიება, "კერხერის" და "ეკოლაინის" მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.


