ლუდის მწარმოებლები მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ

Image

მარტი-აპრილის პერიოდში ადგილობრივი მწარმოებლების რეალიზაცია დაახლოებით 45%-ით შემცირდა. ლუდის ადგილობრივი მსხვილი მწარმოებელი კომპანიები „ნატახტარი“, „ზედაზენი“ და „კასტელი“ მოუწოდებენ მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს შეცვალოს გადაწყვეტილება ლუდის აქციზის 50 პროცენტით გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 მარტს შევიდა.

 

ლუდის ბაზრის ლიდერი ბიზნესორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით წელს, მარტი-აპრილის პერიოდში, გაყიდვების მაჩვენებელი 40-ზე მეტი პროცენტით შემცირდა, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა.

 

კომპანიების აზრით, ისეთი მზარდი და წარმატებული სექტორისთვის, როგორიც ლუდის წარმოებაა, სადაც ბაზრის 97 პროცენტს ადგილობრივი ბიზნესი იკავებდა ასეთი რეგულაციის შემოტანა როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივით საზიანოა და ეს ზიანი სხვა დარგებზეც სავალალოდ აისახება. კომპანიები „ნატახტარი“, „ზედაზენი“ და „კასტელი“ მოითხოვენ მთავრობის, პარლამენტის და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროსგან, რომ დროულად დაიწყოს ხელისუფლების მოლაპარაკებები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეგულაციის გაუქმებისა და ლუდის ბაზრის განვითარების მექანიზმების შემუშავებისთვის.

 

კომპანიები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მედია და ექსპერტებიც, რათა ყველა აქტივობა გამჭვირვალედ წარიმართოს და მოხდეს საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

 

შეგახსენებთ, რომ ლუდის მსხვილმა მწარმოებელმა კომპანიებმა გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში განახორციელეს ინტენსიური საკომუნიკაციო კამპანია „არ გამიძვირო ლუდი!“, რომლის მიზანი იყო აქციზის გადასახადის ზრდის გადავადება ან გაუქმება. კამპანიის განმავლობაში ჩატარდა კვლევა, გაიმართა შეხვედრები დაინტერსებულ მხარეებთან, შეიქმნა ელექტრონული და საინფორმაციო მასალები, რომლებიც გავრცელდა ტრადიციული მედიისა და ინტერნეტის საშუალებით. თუმცა, მთავრობამ არ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და არ წავიდა კომპრომისზე ადგილობრივ ბიზნესთან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !