
პარკამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" გია ჟორჟოლიანი კურიერთან ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესში პასიური მოქმედებებით გამოირჩეოდა.
დეპუტატის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა საზოგადოების საკმარისი ინფორმირება არ მოახდინა, რაც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობაა.
„ფინანსურ სპეკულაციებს, რომელიც შესაძლოა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ კომერციული ბანკები, შესაძლოა, მოახდინოს გავლენა ეკონომიკასა და სავალუტო პროცესზე და ეს არ არის კალაძის მოგონილი. ამ საკითხს შესწავლა სჭირდება,“ - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა.
დეპუტატმა კურიერთან ისაუბრა ბიუჯეტის 600-700 მილიონით შემცირებაზე და განაცხადა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალი იქნება.
"რუსთავი-2"