-
2015-05-11 22:16
ბანკმა „ქართუმ“, ამ წლის პირველი კვარტალი 11.532 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც გასული წლის მარტის ბოლოსთვის მიღებულ 657.262 ათასი ლარის მოგებასთან შედარებით 17,5-ჯერ მეტია.
ბანკის აქტივები ამ წლის 31 მარტისთვის 920.472 მლნ ლარი იყო, ხოლო შარშან იგივე პერიოდისთვის - 570.326 მლნ ლარი. მთლიანი ვალდებულებები კი 368.376 მლნ ლარიდან 670.635 მლნ ლარამდე გაიზარდა.
„ქართუს“ სააქციო კაპიტალი ამ წლის მარტის ბოლოსთვის 249.837 მლნ ლარი იყო, ხოლო შარშან იგივე პერიოდსითვის - 201.95 მლნ ლარი.
ბანკს ერთადერთი აქციონერი ჰყავს, 100%-იანი წილის მფლობელი „ჯგუფი ქართუ“, რომლის ასევე 100%-იანი ბენეფიციარი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია.
წყარო
