-
2015-03-12 13:01
აფხაზური მედიის ცნობით, ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები აფხაზურ მხარეს შეხვდნენ.
„შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და განვიხილეთ ის საკითხები, რაზეც საერთო ინტერესია. ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება“ - წერს აფხაზური პრესა.
ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე.
აფხაზური მხრიდან შეხვედრას ეწრებოდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია.