„ციფროვიკმა“ საქართველოს ბაზარი დატოვა

Image

ტექნიკის მაღაზიათა ბელორუსული ბრენდი „ციფროვიკი“ დაიხურა და. შესაბამისად, კომპანიამ ქართული ბაზარიც დატოვა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ კომპანიის მენეჯმენტი „კომერსანტთან“ საუბარში კატეგორიულად უარყოფდა სერიოზული პრობლემების არსებობას, დღეს საქართველოში მისი ყველა ობიექტი დახურულია. 

 

“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბრენდი თავად ბელორუსშიც დაიხურა. რაც შეეხება მიზეზებს, ჩვენი ინფორმაციით, პირველ რიგში, გადამწყვეტი აღმოჩნდა ელექტრონული ტექნიკის მცირე მაღაზიის ფორმატი, რომელმაც ვერ გაამართლა.

 

კომპანიის დახურვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ფასებიც. მიუხედავად იმისა, რომ „ციფროვიკი“ პროაქტიური გაყიდვებით გამოირჩეოდა და მასში წარმოდგენილი 5 ბანკი განვადებებს მარტივად ამტკიცებდა, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ დასახელებული ფორმატი და მაღალი ფასები აღმოჩნდა კომპანიის წარუმატებლობის მიზეზი. 

 

გასული წლის ზაფხულში „ციფროვიკმა“ ქართულ ბაზარზე ფილიალები დახურა და თანამშრომლები შეამცირა. ამის მიზეზად „ციფროვიკი–საქართველოს“ დირექტორმა ვლადიმირ კარპიცკიმ commersant.ge–სთან საუბარში არა უშუალოდ ბიზნესში. არამედ საქართველოში არსებული ეკონომიკური სირთულეები და ბანკების გამკაცრებულ საკრედიტო პოლიტიკა დაასახელა. იმ მომენტისთვის თბილისში „ციფროვიკის“ 5 მაღაზია მუშაობდა.

 

კარპიცკი ამტკიცებდა, რომ ობიექტების დახურვა ბიზნესის სრული რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. „კომერსანტის“ შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა ფილიალების დახურვა „ციფროვიკის“ მაღალ ფასებს, რის შესახებაც მომხმარებელი ხშირად ჩიოდა, კარპიცკიმ განაცხადა, რომ მათთან ფასი პროდუქციის ხარისხისა და საგარანტიო მომსახურების შესაბამისია. 

 

ბელორუსში ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო მაღაზიების ქსელმა „ციფროვიკმა“ საქართველოში პირველი გალერეა თბილისში, პეკინის 14ა-ში, 2011 წლის ნოემბერში გახსნა. 

 

კომპანიის მენეჯმენტი ქსელის გაფართოებას მთელი საქართველოს მასშტაბით 30 მაღაზიამდე გეგმავდა. ქსელის განვითარების დასრულებისას, მასში 150-ზე მეტი თანამშრომელი უნდა დასაქმებულიყო. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !