
„ქართუ ბანკის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა "პალიტრა TV"-ის „რეზიუმეში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ თუ ლარის კურსს ვერ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერც ხადური და საქართველოში მცხოვრები ვერც ერთი ნოდარი ვერ დაიჭერს.
„მთავრობის შეცდომებს რასაკვირველია ვხედავ, მაგრამ უპირველესი შეცდომა არის განცხადებები, რომ მთავრობა მუშაობს ეროვნულ ბანკთან კოორდინირებულად.
ეჭვი მეპარება, რომ ეს საკითხი ხელისუფლებამ ისე დატოვოს, სიღრმეში არ ჩაიხედოს.
როცა სიღრმეში ჩაიხედავს, არ გამიკვირდება, რომ შერცხვეს ზოგიერთ მათგანს, როგორ ვთქვი კოორდინირებულად ვმუშაობდი, როცა თურმე ქვეყანას ვანგრევდიო.
მე ვთვლი, რომ ეს არ არის ამ სფეროში კვირიკაშვილის და ხადურის გამოუცდელობა – გავემიჯნებოდი, სხვას თუ ვერაფერს გავაკეთებდი. რაც შეეხება ფასებს, ნოდარ ხადურმა განაცხადა ამას წინათ, არ დავუშვებთ ფასების ზრდასო.
თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ დაიჭერს - ვერც ხადური და ვერც ყველა ნოდარი საქართველოში მცხოვრები", - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.