-
2015-02-27 10:22
უმრავლესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს.
მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ გიორგი ქადაგიძის წლიური ანგარიში გახდება ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი.
„შეიძლება ისეთი გმირული ნაბიჯები გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომ პირიქით, მადლობა გადავუხადოთ;
შეიძლება ისე გაუხდეს საქმე, რომ მოსასვლელი პირიც არ ჰქონდეს. წლიური ანგარიშის მიხედვით, იმის მიხედვით თუ ესა თუ ის უწყება როგორ მუშაობდა და რა შედეგები იქნა მიღებული, გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით იქნება მიღებული.
ფაქტი ერთია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ერთ-ერთი ფაქტორი არსებობს ეროვნული ბანკის უნიათო საქმიანობა,“ - აცხადებს დავით საგანელიძე.
უმრავლესობის წევრები ასევე იზიარებენ ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ და მიაჩნიათ, რომ დროულად არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები ლარის კურსის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად.
„ამას ყველაფერს სჭირდება მყისიერი ქმედებების გატარება, სამწუხაროდ მყისიერი ქმედებების გატარება არ მოხდა.
კარგია, რომ მთავრობასთან ერთად უფრო აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. არის ნიშნები იმისა, რომ სპეციალურად ხდება პანიკის თესვა - რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მთავრობის დაბარება პარლამენტში. ეს აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტად დაზარალდეს ლარი,“ - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
http://rustavi2.com/