
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.1472-ზე დაფიქსირდა. თუმცა, ბირჟაზე დოლარს 2.05 ყიდულობენ და 2.22 ყიდიან.
უფრო შორს წავიდნენ ბანკები. მაგალითად, "საქართველოს ბანკის" დილანდელი მონაცემებით, დოლარს აქ 2.12 ლარად ყიდულობენ, სამაგიეროდ, თუ ყიდვა მოგინდებათ, მასში 2.24 გადახდა მოგიწევთ. დაახლოებით იგივე სიტუაცია სხვა ბანკებშიც.