
გორის ბაზრის მფლობელი ებრაელი ბიზნესმენი აპირებს, მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების ეთერში განაცხადოს, რომ საქართველოში ინვესტიციის ჩადება სახიფათოა, - ამის შესახებ ბიზნესმენის კომპანიის ადვოკატმა ტვ "თრიალეთის" გადაცემაში "განსხვავებული აზრი" განაცხადა.
გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, უცხოელი ინვესტორი პრეტენზიას უყენებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლება ექცევა უსამართლოდ და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.