-
2015-01-05 15:43
„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა სამინისტროს აკრიტიკებს.
მათი აზრით, ფინანსთა სამინისტრო ცრუობს და ბიუჯეტი არ შესრულებულა.
„ბიუჯეტი არ შესრულებულა შემოსავლების ნაწილში. ფინანსთა სამინისტროს ფურცელზეა მხოლოდ ის შესრულებული და აღებული საგარეო ვალით, რომელიც ბოლო 2 თვეში ავიღეთ,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, პროექტები რომლებიც წელს უნდა განხორციელებულიყო, არ განხორციელებულა და ის მომავალი წლისთვის გადაიდო.
„დაგეგმილი პროექტები წელს ვერ შესრულდა და მომავალი წლისთვის გადაიდო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტები დაგეგმილ დროში ვეღარ განხორციელდება,“ - აცხადებს ჯაფარიძე.