
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2015 წელს მთავრობა დაუბეგრავ მინიმუმს ყველას არ დაუბრუნებს.
საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება. საგადასახადო კოდექსში ის ჩანაწერიც გაქრება, რომელიც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირებას გულისხმობდა.
„ჩვენ 2014 წელს დავაბრუნეთ 2013-ი წლის დაუბეგრავი მინიმუმი, მომავალ წელს - 2015 წლის გაზაფხულზე, აპრილ-მაისში დავაბრუნებთ 2014 წლის შემოსავლებზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, იმის საჭიროება, რომ ასე ყველამ ერთანად დაიბრუნოს ეს თანხა, აღარ არის.
ჩვენ ამ თანხას უფრო მისამართულად დავხარჯავთ. სახელმწიფო უფრო მეტად დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.