
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ფინანსთა მინისტრის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირთა სახელფასო დანამატებით დაინტერესდა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ბიუროკრატიის შენახვა 15 მილიონი ლარი უჯდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ წელს პრემიების დაფინანსება ბიუჯეტში 24 მილიონით არის შემცირებული და ეს თემა სპეკულაციების საფუძველი აღარ უნდა გახდეს.
„ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ახალი ბიუროკრატია საკუთარი გარემოცვის დასასაქმებლად. ჯამში მოსახლეობას ამ ბიუროკრატიის შენახვა უჯდება 15 მილიონი ლარი და ჩემი კითხვა არის ასეთი: თქვენ გვიყვებით წარმატებებზე, რომელსაც მიაღწია თქვენმა სამინისტრომ.
თუ ასე კარგად გაქვთ საქმე, საგადასახადოს სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლა რატომ დაგჭირდათ? თუ თქვენც ჭიკაიძესავით გაიღვიძეთ და ახალი თანამშრომელი დაგხვდათ სამსახურში?“ - მიმართა ირმა ნადირაშვილმა ნოდარ ხადურს.
http://pirveliradio.ge/