-
2014-12-12 10:30
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” წევრები 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
„ორჯერ სეკვესტრირებული ბიუჯეტი ალბათ მართლაც წლებია არ უნახავს საზოგადოებას.
მცირდება 10 მილიონი ლარით საგზაო სამუშაოები, დაახლოებით 4,5, მილიონით სოციალური პროგრამების დაფინანსება.
2015 წლის ბიუეტს რაც შეეხება, კვლავ არაფრის მომცემი და კვლავ უღიმღამო დოკუმენტი ვიხილეთ.
ეს არის ბიუჯეტი, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია," - ამბობს ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.
„rustavi2“