
წინა დღეებთან შედარებით დღეს უკვე გამყარებული ლარის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი რომან გოცირიძე წერს და აცხადებს, რომ სებ-მა ნოემბრის ბოლოს 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რათა ლარი არ გაქცეოდა.
"სამწუხაროა ძალიან. ეროვნულმა ბანკმა დღეს 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი რომ არ გაქცეოდა. არა და, ფულად აგრეგატებში ( ფულის მასის მაჩვენებლები) ყველაფერი ნორმალურადაა.
ეროვნულმა ბანკმა რაც შეეძლო გააკეთა. ესე იგი, ვალუტის შემოსვლა შემცირდა. ეს უკვე დაშვებული ეკონომიკური შეცდომებისა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუარესების ბრალია. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ამით დამთავრდება."- წერდა რომან გოცირიძე "ფეისბუქზე" 25 ნოემბერს.