
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი გვარამაძის თანამდებობიდან გათავისუფლება უწყებაში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.
ონოფრიშვილი იმედოვნებს, რომ ამ თანამდებობაზე დანიშნული ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი დაკისრებულ მოვალეობებს თავს გაართმევს.
ქვეყანაში არსებულ ფორმალურ მმართველობაზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი.
„იმედი მაქვს, მთავრობის ხელმძღვანელი და ის ადამიანები, ვინც ფორმალურად, თუ არაფორმალურად ერევიან ამ ადამიანების დანიშვნასა და გათვისუფლებაში, მიხვდებიან, რომ ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა მიგვიყვანს ჩიხამდე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ქვეყანაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობაც“.
„რუსთავი2“