-
2014-12-02 14:17
თამარ ხორბალაძე საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის უკრაინის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ იქ ომის მიმდინარეობის პირობებშიც კი უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა საერთო ბრუნვის 5,8% იყო.
"მათთვის, ვისაც მხოლოდ კუჭზე გასული პოლიტიკა ესმის:
უკრაინა საქართველოსთვის რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორია. ამ ბაზარზე მარტო 2014 წლის 10 თვეში, ანუ მაშინ, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობდა, უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა საერთო ბრუნვაში 5,8 პროცენტი იყო .
ეს მაშინ, როცა დამთბარი და დაყვავებული ურთიერთობის პირობებში, რუსეთის წილი ბრუნვაში წელს პირველად ავიდა 7,1 პროცენტამდე, ანუ სულ 1,3 პროცენტით აღემატება უკრაინის წილს. . ამასთან, საინტერსოა, რომ სტრუქტურულად უკრაინაში გამავალი ექსპორტი ძალიან გავს რუსეთში მიმავალ ქართულ ექსპორტს.
მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა რუსეთს საქართველოსთვის ემბარგო ქონდა გამოცხადებული, უკრაინა იყო ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარი და რჩება დღემდე. უკრაინაში 46 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და, ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემთხვევაში, უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ, თან პოლიტიკურად დაუინტერესებელ ბაზრად რჩება.
ახლა ერთი წუთით წარმოვიდგონით, რომ უკრაინა, რომლის შეიარაღებას და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას საქართველო მხარს არ უჭერს, სანაცვლოდ გვიწესებს ისეთივე ემბარგოს, როგორიც რუსეთს გამოუცხადა და თავის დროზე რუსეთმა გამოგვიცხადა;
ეს იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ უკრაინა გაგვიბრაზდა... ევროკავშირის და აშშ-ს რისხვის ეკონომიკური შედეგების დათვლა, კუჭზე გავლით, შემდგომისთვის იყოს...", - წერს თამარ ხორბალაძე.