"აწარმოე საქართველოში" ქართულად, ანუ ქარხანა "ალგორითმი" დაიხურა

Image

"განათლების სამინისტროს შეკვეთასთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიაში, ქარხნებს 10-წლიანი გამოცდილება მოსთხოვეს, ამ გამოცდილების მქონე საწარმო კი საქართველოში არ არსებობს. ალგორითმის“ ქარხანა ძირითადად სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობდა, მას შემდეგ კი, რაც ტენდერებში 10-წლიანი გამოცდილების მოთხოვნა გაჩნდა, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა",

 

- ამის შესახებ "კომერსანტს" კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია „ალგორითმის" მთავარმა ბუღალტერმა დავით კორახაშვილმა უთხრა. მის კომენტარზე დაყრდნობით "კომერსანტი" წერს, რომ პირველი ქართული კომპიუტერების მწარმოებელი ქარხანა გაკოტრებულია. 

 

მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანიამ თანამშრომელთა 70% სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზი შემოსავლების მკვეთრი შემცირება და ხელფასების გაუცემლობა სახელდება. მიმდინარე წლის სექტემბერში შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,35-ჯერ არის შემცირებული.

 

პრობლემები კომპანიას ახალი 2012 წლის შემდეგ შეექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის მთავარი ბუღალტერი დავით კორახაშვილი აცხადებს, თანამშრომლების 50% 2013 წელსაც შეამცირეს, კერძოდ, 2012 წელს კომპანიაში 132 თანამშრომელი მუშაობდა, 2013 წელს კი „ალგორითმში“დასაქმებულთა რიცხვი 62-მდე შემცირდა.

 

ქარხანა „ალგორითმმა“ ბოლო მსხვილი შეკვეთა სახელმწიფოს მხრიდან პირველკლასელთა ნეთ-ბუკებზე 2013 წელს მიიღო, მას შემდეგ კი ქარხანა გაჩერებულია, მით უმეტეს, რომ 2014 სასწავლო წლის ტენდერში კომპანიამ ვერ გაიმარჯვა.

 

„განათლების სამინისტრომ დაიწუნა ჩვენი საგანმანათლებლო პროდუქტი და აირჩია არასასკოლო პროდუქტი, რომელიც არის ჩვეულებრივი ნოუთბუქი. ტენდერში არგამარჯვების ოფიციალური მიზეზი იყო ფასი. ამან უკვე გამოიღო თავისი შედეგები, ეს არის ჩვეულებრივი ნეთბუქი, რომელსაც არ აქვს არაფერი დაცული, ის არც დაცემისგან და არც გატეხვისგან არ არის დაცული. ამის გამო ძალიან ბევრი დანახარჯი აქვთ მშობლებს, ამას კი არავინ ახმაურებს. ჩვენს ბუკსა და ამ ჩვეულებრივ კომპიუტერს შორის არ  იყო დიდი სხვაობა, მხოლოდ 20 ლარი თითო კომპიუტერზე“,- აცხადებს დავით კორახაშვილი.

 

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფომ ტენდერების პირობები შეცვალა და ქართული კომპანიების დისკრიმინაცია დაიწყო.

 

დავით კორახაშვილი ამბობს, რომ საწარმო გაჩერებულია, სადილერო ქსელზე ხელახლა გადართვა კი ჭირს, რადგანაც კომპანიას შესაბამისი რესურსი არ გააჩნია, მით უმეტეს, რომ ამ დრომდე კრედიტი აქვს დასაფარი.

 

„კრედიტის ოდენობის გახმაურებას აზრი არ აქვს - ჩვენთვის არავის არაფერი უჩუქებია. კრედიტის აღება ქარხნის ასამუშავებლად იყო საჭირო, შესაბამისად, მიახლოებით შეგიძლიათ მიხვდეთ, რამდენია კრედიტის ოდენობა, რომელიც ქარხნის შექმნისთვის არის საჭირო. ერთ ლარად არავის არაფერი გადმოუცია, სამწუხაროდ“,- აცხადებს დავით კორახაშვილი.

 

იმ პირობებში, როდესაც „ალგორითმს“ სახელმწიფო შეკვეთები აღარ აქვს, კორახაშვილის თქმით, კომპანიამ ექსპორტზე უნდა დაიწყოს მუშაობა, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამაშიც არ არის ხელშეწყობა.

 

„ვერცერთი პროდუქტი ვერ გავა საქართველოდან, თუ არ მოხდება რაიმე ტიპის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. თავისით არავინ შემოდის და არ ყიდულობს არაფერს, მეზობელი ქვეყნებიც კი არაფერს ყიდულობენ, ძირითადად ნედლეული გააქვთ. ხელშეწყობა ისაა, რომ როგორც მინიმუმ დისკრიმინაცია არ უნდა მოახდინონ, მეორე- არსებობს გამოფენები, მთავრობათაშორისი შეთანხმებები, როგორც ხდება ჰესების შეთავაზება, ასევე უნდა მოხდეს სხვა ადგილობრივი წარმოების შეთავაზებაც. სხვანაირად, საქართველო პატარა ქვეყანაა, საწარმოებს არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რომ სხვისი ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინონ მხოლოდ საკუთარი სახსრებით“,- აცხადებს დავით კორახაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული საცალო შესყიდვებზეც, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ სერვისულ  მომსახურებას  სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა, რამდენ ხანს გაძლებს ბაზარზე „ალგორითმი“ მსგავს სიტუაციაში, ბუნდოვანია.

 

კომპანიის მთავარი ბუღალტერი აცხადებს, რომ მენეჯმენტი საკითხზე მუშაობას აგრძელებს და ყველანაირად ცდილობს „ალგორითმი“ რთული მდგომარეობიდან გამოიყვანოს.

 

„არანაირი დაინტერესება ეკონომკის სამინისტროს მხრიდან არ არის. წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან რომ არ ყოფილიყო დაინტერესება, ეს პროექტი საერთოდ არ შეიქმნებოდა.  პროდუქციიდან დიდი მოგება არ რჩებოდა, მაგრამ მოცულობა იყო დიდი და კომპანიას 2%-3%-ზე მუშაობაც უღირდა“,- აცხადებს კორახაშვილი.

 

„ალგორითმის“ ქარხანა 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს. 

 

ქარხანაში პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვახორციელდებოდა.  

 

სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილი ნეტბუკები მიიღეს 2011-2012-2013 წლებში პირველკლასელებმა. წელს კი სახელმწიფო ტენდერში კომპანია „იუ-ჯი-თი“-მ გაიმარჯვა. 

 

შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „ალგორითმის“ ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი განათლების სამინისტროს ცრუ არგუმენტების მოყვანასა და არაკომპეტენტურობაში სდებდა ბრალს და აცხადებდა, რომ „ალგორითმის“ მიერ წარდგენილი ნეთბუქები პირველკლასელებისთვის სრულად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს:

 

გიორგი კორახაშვილი განათლების სამინსიტროს მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ მოდელს „ალგორითმის“ მიერ შეთავაზებულს ადარებს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, შესაძლოა, სამინისტროს გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს:

 

სასაცილოა, სატირალი თუ არ გახდა!!!

 

კიდევ ერთხელ მივმართავ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპანია “ალგორითმი” სახელით:

 

1) მინდა იცოდეთ რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები ვითარდება ყოველწლიურად, ამიტომ იმაზე აპელირება რომ წლევანდელი მოთხოვნილი ტექნიკის კონფიგურაცია არის უკეთესი ვიდრე გასული წლების, ელემენტარული უცოდინრობის გამოვლივნებაა ამ სფეროში;

 

2) მთელი პიარი, რასაც აწარმოებს განათლების სამინისტრო არის სიცრუეზე აწყობილი: ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნიკა სრულად აკმაყოფილებდა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მოთხოვნებს UGT-ის ნეთბუქებისგან განსხვავებით, ამის ამსახველი დოკუმენტაცია არსებობს.

 

3) მოსახლეობისთვის მინდა ავხსნა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური სპეციფიკაციები (პროცესორი, მეხსიერება და ა.შ.) იდენტურია როგორც “ალგორითმი”-ს ბუქების ასევე UGT-ის ნეთბუქების, განსხვავება მხოლოდ ისაა რომ ჩვენს ბუქებს გააჩნიათ სპეციალური დაცვა მტვრევისგან და ნებისმიერი გარე დაზიანებისგან, ამასთან სითხეების გადასხმის ან ჩასხმის შემთხვევაში მას გააჩნია ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ბუქის დაცულობას. მოცემული ოპცია არაა გათვალისწინებული UGT-ის მიერ მისაწოდებელ ტექნიკაში რაც სამწუხაროდ განათლების სამინისტრომაც უყურადღებოდ დატოვა;

 

4) კიდევ ერთი თვალნათელი ნიშანი იმისა, რომ UGT-ის ნეთბუქები არ არის სასწავლო პროცესებისთვის განკუთვნილი მისსავე დასახელებაშია Travelmate B115. ეს მოდელი წარმოადგენს ჩვეულებრივ ნეთბუქებს ყოველგვარი სპეც მოთხოვნების გარეშე, რაც ჩვენი აზრით სრული ნონსენსია და დანაშაული, როდესაც საქმე გვაქვს 6 წლის ბავშვებთან, ხოლო ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბუქი არის სპეციალურად დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის შემუშავებული კომპანია Intel-ის მიერ-Classmate pc, რაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალნათლივ ნახოს ინტერნეტ სივრცეში.

 

5) განათლების სამინისტროს მიერ არასწორად ჩატარებული ტენდერის მოსალოდნელი შედეგი ჩვენი აზრით იქნება ის, რომ წლევანდელ პირველკლასელთა ნეთბუქებს ექნებათ ბევრი წუნი, რაც გამოწვეული იქნება მათი ფიზიკური დაზიანებით (მშობლებიც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ, როდესაც ბავშვებს ამ ნეთბუქებს ჩააბარებენ, რათა არც ნეთბუქი არ დაზიანდეს და არც ბავშვის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე). ერთადერთი გამოსავალი, რათა მძიმე ტვირთად არ დააწვეს პირველკლასელთა მშობლებს დაზიანებული ტექნიკის ანაზღაურება, იქნება ის რომ განათლების სამინისტრომ ან კომპანია UGT-იმ აიღოს პასუხისგებლობა ყველა დაზიანებულ ნეთბუქზე და უპირობოდ უზრუნველყოს მათი შეკეთება ან გამოცვლა.

 

კიდევ ერთი, არასოდეს არ შეზღუდოთ ქართული წარმოება დამატებითი რეგულაციებით და ნუ ჩაწერთ მოთხოვნებში დისკრიმინაციულ პუნქტს - მსოფლიო ბაზარზე არსებობის 10 წლიანი გამოცდილება; ჩვენ ჯანდაბამდეც გზა გვქონია, ნუ გააჩერებთ სხვა ახლად ფეხადგმულ ქართულ საწარმოებებს!!!

 

აქვე გთავაზობთ რამოდენიმე ლინკს სადაც აღწერილია სასწავლო პროცესებისთვის აუცილებელი თვისებები რომელიც გააჩნია ჩვენს ბუქებს, მადლობელი ვიქნებით თუ UGT-იც დადებს თავისი პროდუქტის გამოცდილებას სასწავლო პროცესში რომელიმე ქვეყანაში.

 

ბმული1

ბმული2;

მული3; 

ბმული4

 

P.S. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ნამდვილად გვინდა, რომ ვცდებოდეთ ჩვენს შეფასებებში, თუმცა სიმართლე ერთია და ის აუცილებლად უნდა გვეთქვა...“

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !