-
2014-05-02 14:17
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა რუსთავში: რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტის წევრის გოგა ხაჩიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გახმაურებულ აქციაში მონაწილეობდა, თავი ჩამოიხრჩო.
თვითმკვლელობის ფაქტი "აფხაზეთის ხმას" რუსთავში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემაც დაუდასტურა. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადატანილი.
შეგახსენებთ, რომ მომიტინგე მძღოლები აპროტესტებენ რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ამ ხაზის განკარგვის უფლება კომპანია "ინტერტრასმა" მოიპოვა ახალი "ყვითელი მიკროავტობუსების" მეშვეობით.
რუსთაველი მძღოლების თქმით, რომლებიც, ამავდროულად, ხაზების მფლობელებიც არიან, ეს ტენდერი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან მასში მონაწილეობას ხაზის ამჟამინდელი მფლობელი მძღოლები ვერ შეძლებდნენ.