საპატრიარქოსთვის არც ჩასწორებული ანტიდისკრიმინაციული კანონია მისაღები

Image

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი ეკლესიისთვის მისაღები გახდა. ამის შესახებ იმ განცხადებაში ნატქვამი, რომელიც დღეს საპატრიარქომ გაავრცელა.

 

 

 "ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები გახდა ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატრიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. 

 

ზეპირი საუბრებით და ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებით კი, ასეთ სერიოზულ თემაზე ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.

საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა. ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.

 

ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს", _ ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?