„სი-თი პარკის“ საინფორმაციო კამპანია - თბილისი საცობების გარეშე!

Image

დღეიდან „სი-თი პარკი“ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც ავტომფლობელების პარკირების წესებზე სრული ინფორმირებაა.

მძღოლებს მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია, ესენია: ავტომობილის დგომის მეთოდები პარკირების ზონებში; ამკრძალავი ნიშნების განმარტება; ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გათვალისწინება პარკირების დროს; რა შეიძლება მოხდეს პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ.

 

საამისოდ კომპანიამ სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაამზადა, რომელთაც „სი-თი პარკის“ წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა უბნებში ავტომფლობელებს დაურიგებენ.

 

ამასთან, კომპანიამ მძღოლების წახალისების მიზნით, საუკეთესო კლიენტები გამოავლინა - მძღოლები, რომლებსაც არც პარკირების საშვის შეძენა ავიწყდებათ და არც პარკირების წესებს არღვევენ - მათ „სი-თი პარკი“ პარკირების საშვებს გადასცემს საჩუქრად.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.CT-PARK.GE, სპეციალურ ველში შეიყვანეთ თქვენი ავტომობილის სანომრე ნიშანი და შეამოწმოთ, ხართ თუ არა კანონმორჩილი კლიენტების ნუსხაში.

 

აქციის ფარგლებში კომპანია „სი-თი პარკი“ თვის ბოლომდე ორასამდე მძღოლს დაასაჩუქრებს.

 

საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან თბილისის ავტო სკოლებიც, სადაც „სი-თი პარკის“ სპეციალისტები მომავალი მძღოლებისთვის პერიოდულად შეხვედრებს გამართავენ და პარკირების წესებსა და მათ მნიშვნელობაზე მოსწავლეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

„სი-ტი პარკი“ მსგავსი აქტივობებით შეახსენებს თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს, რომ მოწესრიგებული პარკირებით ისინი ქალაქში ხელს უწყობენ თავისუფალ საგზაო მოძრაობას, მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

 

„დაიცავით პარკირების წესები, ნუ შექმნით საცობებს, ნუ დაარღვევთ ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

 

მოწესრიგებული პარკირების სისტემა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თბილისში მოწესრიგებულ პარკირებას „სი-ტი პარკი“ უზრუნველყოფს. ჩვენი მთავარი მისია ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება-რეგულირებაა“,-ნათქვამია „სი თი პარკის“ რელიზში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !