
იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ცენტრში გამოსვლის დროს განაცხადა.
"ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. მე ვესწრებოდი ბუქარესტის სამიტს, სადაც ჩვენ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა, რომ ვიზრუნოთ იმ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რაზეც შევთანხმდით. საკმაოდ მალე ვაპირებ, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა განვიხილოთ ეს ყოვლისმომცველი პაკეტი", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.