მიხეილ სააკაშვილი: W T F ! ! ! - როგორ ინგრევა რუდუნებით ნაშენები

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჩანაწერს აქვეყნებს და საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში აისახა.

 

"ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ბიზნესის სიიოლის რეიტინგში, 127 ადგილიდან მე-8 ადგილზე დაწინაურდა. არცერთ ქვეყანას არ განუცდია მსგავსი პროგრესი ასეთ მოკლე დროში და ამიტომ საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულ იყო როგორც ნომერ 1 რეფორმატორი მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის.

 

მე ვამაყობდი ამ შედეგით, რომელმაც საქართველოს მოუტანა ბევრი ინვესტიცია და გააჩინა უფრო მეტის პერსპექტივა მომავლისთვის.

 

საოცრად დამწყდა გული, როდესაც დღეს გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიციები თითქმის ორჯერ გაუარესდა მე-8-დან 15-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ რეიტინგის მიხედვით როგორც არცერთი ქვეყნის პოზიციები ასე არ გაუმჯობესებულა ბოლო 9 წელიწადში, როგორც საქართველოსი, ასე არცერთი ქვეყნის პოზიციები არ გაუარესებულა, როგორც საქართველოსი ჩემი პრეზიდენობის ვადის გასვლიდან 1 წელიწადში.

 

დაღმასვლა გვაქვს მსოფლიო კორუფციის Transparency International რეიტინგშიც, თუმცა ადრე ყოველ წელს ვიუმჯობესებდით მდგომარეობას. ეს არის პირდაპირი შედეგი წინა მთავრობის ჯინაზე გადადგმული გააზრებული თუ გაუაზრებელი ნაბიჯების.

 

მეტიც, შარშან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო “სააკაშვილის სიცრუის შედეგი” და მისივე თქმით რუსების დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. წელს საქართველოს მთავრობა ხელახლა წარსდგება დავოსში უკვე რეალურად მკვეთრად გაუარესებული მაჩვენებლით.

 

სამწუხაროდ ამ ყველაფრის ფასის გადახდა მოუწევს ქართველ ხალხს, რადგან ასეთ რეიტინგებში უკან დახევა გარდაუვლად კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და მოგვისპობს პერსპექტივას. საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება შემდგომი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !