
28 ოქტომბერს, პოლიტიკური და სხვა სახის მოვლენებით ყველაზე მეტად დატვირთულ დღეს "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებზე უარი თქვა - ამ მიზეზის გამო "არჩევანში" ორივე სკამი წამყვანის გვერდით ცარიელი იყო.
"ეს ერთჯერადი გადაწყვეტილებაა თუ ზოგადად, "ქართული ოცნების" პოზიცია, ამას მომავალ სამშაბათს გავიგებთ", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ "არჩევანში".
ვარაუდი იმაზე, რომ "ოცნება" უარს იტყოდა დებატებზე "რუსთავი-2"-ში, ასევე იმაზე, რომ სხვადასხვა ტელევიზიიდან პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი ჟურნალისტების წასვლაა დაგეგმილი, ჟურნალისტებმა და ანალიტიკოსმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვეს.