
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სამიტიდან ქვეყანას გაცილებით მეტის მიღება შეეძლო.
„კომუნიკეში გაჩნდა ჩანაწერი, სადაც საუბარია, რომ კონფლიქტის არსებობა განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
ეს შესაძლებლია გავიგოთ როგორც წინაპირობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების, რაც ძალიან ცუდია, ვინაიდან მსგავსი ჩანაწერი აქამდე ნატოს მიერ შემუშავებულ არც ერთ დოკუმენტში არ ყოფილა,“ - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.
საუბრია, კიდევ ერთ კონტექსტზე - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის შვედეთი, საქართველო და ასევე, ახალი ზელანდია, ავსტალია, ტონგა და სამხრეთ კორეა.
გიორგი კანდელაკის აზრით, ამ ქვეყნებთან ერთიან კონტექსტში საქართველოს მოხსენიება ცუდია, ვინაიდან არც ერთი მათგანი ნატოს წევრობისკენ არ მიისწრაფვის.
„როცა მიეცა პრემიერს საშუალება, რომ ჩასულიყო ბერლინში და შეხვედროდა გერმანიის კანცლერს, მისი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ რუსეთთან ყველაფერი კარგად არის და აქტუალიზება მაპის თემისა არ მომხდარა.
მაპის თემის დღის წესრიგიდან ფაქტობრივად მოხსნა არის, მათ შორის „ოცნების“ ძალიან ცუდი მუშაობის შედეგი, ამავე დროს გაჩნდა ფორმულირება სამიტის კომუნიკეში, რომელიც შეიძლება გავიგოთ ნაწილობრივ მაინც რომ კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს გაწევრიანების წინაპირობას, თუნდაც ნაწილობრივ, რაც არის, მე ვიტყოდი, ქართული დიპლომატიის მარცხი, იმიტომ რომ ნატოს პრინციპული პოზიცია იყო აქამდე სწორედ ამის საპირისპირო, რომ ვერ იქნება განხილული კონფლიქტები როგორც ნატოში გაწევრინების წინაპირობა“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.