-
2014-07-23 11:43
"მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. ურთულესი სამინისტროა, ვაცნობიერებ რა ამას, ჩემი მთავარი მოტივაცია პრემიერის ნდობის გამართლება იქნება", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა.
.
სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი მინისტრობის შემთხვევაში, უწყება იქნება გამჭვირვალე.
"არაფერი შეიზღუდება ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე მომხრე ვარ სამინისტროში ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს. ჩემი გამინისტრების შემთხვევაში, ის რეფორმები, რასაც სოზარ სუბარი ატარებდა, გაგრძელდება და მათ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე", - განაცხადა მღებრიშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29