
კულტურის მინისტრის პოსტზე მუშაობა კომპანია “ისთერნ პრომოუშენის” მარკეტინგის დირექტორს კახა კანდელაკს შესთავაზეს.
კანდელაკი აღნიშნულს ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ ესაუბრა მას ამ საკითხზე.
“შემოთავაზება ნამდვილად იყო. უნდა გადაწყდეს ალბათ დღეს, არ ვიცი რას გადავწყვეტ. თუ ჩემი გუნდის პირობებში შეგვეძლება დავატრიალო და სხვაგვარი სიტუაცია გავაკეთო, შეიძლება დავრჩე”- განაცხადა კახა კანდელაკმა.
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ის დღეს მიიღებს.