-
2014-07-22 22:57
საპარლამენტო უმცირესობისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე ირმა ნადირაშვილი და ნოდარ ხადური პრემიებთან დაკავშირებულ საკითხზე წაკამათდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დაინტერესდა, რამდენად ეთიკურად მიიჩნევს მინისტრი გარღვეული ბიუჯეტის ფონზე დიდი ოდენობის პრემიების გაცემას.
„თქვენი ოჯახის წევრი რომ 10 ათასიან პრემიას იღებდა საჯარო სამსახურში, ეს უზნეობა არ იყო?”, - უპასუხა ხადურმა და აღნიშნა, რომ პრემიები, გასულ წლებთან შედარებით, 11 მილიონი ლარით შემცირდა. წინა ხელისუფლების დროს ფინანსთა მინისტრი თვეში 22 ათას ლარს იღებდა, თავად კი 5 ათასს იღებს.
„მე თქვენს მიმართ სიტყვა „უზნეობა“ არ მიხმარია, მაგრამ შევცდი, ახლა ვხმარობ, რადგან თქვენ უკვე იტყუებით. ჩემი ოჯახის წევრს არასდროს 10 ათასლარიანი პრემია არ აუღია. თქვენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ცოლის დას მიხედეთ, თქვენთან რომ მუშაობს.
2013 წლის განმავლობაში “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორს აღებული აქვს 130 ათასი ლარის ფარგლებში პრემია, აქედან ერთჯერადად 38 ათასი ლარი, მის მოადგილეებს კი - 90 ათასი ლარის ფარგლებში, აქედან დეკემბრის თვეში 5 კაცზე „წყალმომარაგების კომპანიაში“ გაწერილია 600 ათასი ლარის პრემია” - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.