-
2014-07-21 13:12
კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. მინისტრთა ახალი კაბინეტი ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და მის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის განახლების შესახებ. თუმცა, კაბინეტის იმ რაოდენობით განახლება, რაზეც საუბარია, საჭიროებს პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. აქედან გამომდინარე, ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, ის კი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხი, 7 დღის ვადაში განიხილოს. საერთო ჯამში, ეს არის 14-დღიანი პროცედურა - ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს 2 დღეში და შეიძლება დამთავრდეს 14 დღეში", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.