
მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერის გადაწყვეტილებით, დავით დარახველიძე სოზარ სუბარმა, ხათუნა გოგალაძე კი ელგუჯა ხოკრიშვილმა შეცვალა.
საკადრო ცვლილება 7 სამინისტროს შეეხო.
ესენია: სასჯელაღსრულების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტო, კულტურის სამინისტრო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გარემოს დაცვის სამინისტრო, ლტოლვილთა სამინისტრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა მინისტრს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და არ გამორიცხა, რომ რომელიმე მათგანმა მუშაობა სახელმწიფო სამსახურში სხვა თანამდებობაზე გააგრძელოს.