ბაჩო ახალაია: ვინც ჩემი მეგობრების ციხეში ჩასმას ცდილობს, ყველა პასუხს აგებს

Image

“ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანიაა,“- განაცხადა ბაჩო ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე, თავის საბოლოო სიტყვაში.

სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის საჩივრის განხილვისას საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას შს ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში კიდევ ერთი აბსურდული ბრალდება წაუყენეს, ხოლო ერთი წლის მანძილზე ხუთჯერ მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მან არსებულ კითხვებს პასუხი ვერ გასცეს.

 

„მე მაქვს ვიწრო საშუალება კითხვებზე პასუხის გაცემისა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რასაც ახორციელებს პროკურატურა. ვიცი, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მართლმსაჯულებას შეესაბამება, მაგრამ 5, 10 თუ 20 წლის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ვინც ჩემი მეგობრების ხელოვნურად ჩასმას ცდილობს ციხეში, ამის გამო პასუხს აგებს.

 

ამ ყველაფერს, რაც ხდება არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანიაა. დაპატიმრებული ვარ ერთი წლის განმავლობაში ხუთჯერ. ჩემი მეგობრები იმიტომ აღმოჩნდნენ საბრალდებო სკამზე, რომ ჩემთან ჰქონდათ კავშირი. აბსურდია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადახედვა ჩვენს დანაშაულს დაამტკიცებს, იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულს ადგილი უბრალოდ არ აქვს.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრების კამპანია მიმდინარეობს. უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე მინისტრი. ჩემს საქმესაც ამ ჭრილში განვიხილავ. ჩემს მიმართ არსებული დაუსაბუთებელი, გაურკვეველი საუბრები რომ ისმოდა, ეს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ქმედებებიდან გამომდინარე ხდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე არავის დავუჭერივარ, ჩემი ფეხით მოვედი ჩემს სამშობლოში", - განაცხადა ახლაიამ.

 

ე.წ. სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი დასრულდა. გადაწყვეტილება კი 4 დეკემბერს 13:00 საათზე გამოცხადდება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !