
29 ივნისიდან 7 ივლისამდე გაგრძელდა ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. დელეგაციას დე ფაქტო მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა და საკონსულო სამსახურის წარმომადგენელი მარტინა ტარკილი ხელმძღვანელობდნენ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ჩინეთში ჰყავს საპატიო კონსული გე ჯილი, ხოლო აფხაზეთის ინტერესებს ლობირებს ბიზნესმენი ახრა ამიჩბა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გამოფენაზე: „რუსულ-ჩინური ექსპო“ მიიწვიეს., რომელიც ქალაქ ჰარბინში გაიმართა.