
თბილისის მერის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ნიკა მელიამ - 26,4%; ხოლო დავით ნარმანიამ - 73,6% მიიღო. თბილისში არსებული წინასწარი შედეგები ცესკომ 140 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაცხადა.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს რეგიონებშიც. ცესკოს სედეგების გამოცხადების შემდეგ დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს "ქართული ოცნებიდან" და ამომრჩეველს, რომელმაც მას მისცა ხმა.