
"გურიის მოამბის" ცნობით, ამ წუთებში ხმაურია ოზურგეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ოზურგეთის #55 საარჩევნო უბანზე (სასტუმრო "გურია") ერთმანეთს შოთა გოგიბერიძისა და ბეგლარ სიორიძის მომხრეები დაუპირისპირდნენ. 20-მდე ადამიანი ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში და არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა, და ფიზიკური შეხლა შემოხლა მოყვა.
გამოცემის ინფორმაციით, ინცინდენტი დაახლოებით ნახევარ საათს მიმდინარეობდა და შემდეგ მასში მონაწილე, ყველაზე აქტიურმა მხარდამჭერებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, თუმცა დაძაბულობა აღნიშნულ უბანზე ახლაც შეინიშნება.