
საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქზე" წერს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ფასდაკლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ ეწინააღმდეგება დემოკარატიის პრინციპებს და, ამავე დროს, რუსული ტექნოლოგიაა.
"არჩევნებზე წასვლის მოწოდება კარგია. არჩევნებზე წასვლისთვის ფინანსური წახალისება ან კატლეტზე ფასდაკლების შეთავაზება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ ფასეულობას, რომლის მიხედვითაც ხალხი არჩევნებზე მიდის, რათა შეასრულოს თავისი სამოქალაქო ვალი და აირჩიოს სასურველი ხელისუფლება და არა იმისთვის, რომ მიიღოს კატლეტი ფასდაკლებით.
ეს არის რუსული ტექნოლოგია 90-იანებიდან, როდესაც რუსეთში არჩევნების დროს, მაგალითად, ჩელიაბინსკში საარჩევნო უბნებზე ჟიგულის გათამაშება ხდებოდა", - წერს დიმიტრი შაშკინი.