
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატების დასაწყისში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საზოგადოებას გააცნო ის გეგმები, რომელთა განხორცილებასაც მერად არჩევის შემთხვევაში დაიწყებს.
,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისი მოხსენება დავით ნარმანიასადმი მიმართვით დაიწყო და აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ მადლობელია კონკურენტის მონაწილეობით დებატებში, მადლობელია, რომ დღეიდან იცის სად არის თბილისში ,,ნეიტრალური ტერიტორია“.
,,დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ ერთხელ და სამუდამოდ შედგა ეს დებატები ნეიტრალურ ტერიტორიაზე და დიდი მადლობა იმისათვის რომ თქვენი წყალობით უკვე ვიცი, რომ თბილისში, ავლაბარში, არის ნეიტრალური ტერიტორია“, - განაცხადა მელიამ.
მელიას თქმით, საჭიროა თბილისს ჰყავდეს მერი, რომელიც საზოგადოების გარდა არავისთან იქნება ანგარიშვალდებული. ,,საჭიროა თბილისს ჰყავდეს მერი, რომელიც ანგარიშვლადებული იქნება მხოლოდ თბილისელების წინაშე და არა რომელიმე მოადგილესთან, რომელსაც, ბატონო დავით, თქვენ აუცილებლად დაგინიშნავენ“.