
,,ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ევროპასთან გვაახლოებს, უნდა გახდეს ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ აფხაზები და ოსები მეტად დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყანით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან და საქართველოში კრიზისის საკითხებში ელჩ ჰერბერტ სალბერსთან შეხვედრისას.
როგორც ელჩმა ჰერბერთ სალბერმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან მზადყოფნა გამოთქვა პოზიტიური როლი შეასრულოს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში.
შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ჟენევის მოლაპარაკებებს შეეხო, სადაც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი კრიზისი განიხილება. ახლად დანიშნული ელჩი მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირს წარმოადგენს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მისი წარმომადგენლობის პერიოდში პროცესს არაერთი სიახლე შეემატება, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე დადებით გავლენას იქონიებს.