
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მოლაპარაკებებზე ისრაელისა და პალესტინის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს,-განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს დაგეგმილი დებატების შესახებ საუბრისას.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით გაუგებარია მერობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი დებატების ფორმატი.
"ჩვენთვის ეს გაუგებარია. არსებობს კონკრეტული ტელევიზიები, არსებობს კონკრეტული გადაცემები, სადაც ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდა მისულიყო გადაცემებში და თავისი მოსაზრებები დაეფიქსირებინა. რაკი "ქართული ოცნება" მზად არ არის, ჩვეულებრივ მივიდეს ტელევიზიაში და იდებატოს და ახალი ფორმატი მოიფიქრეს, კი ბატონო, პრობლემა არ არის – ჩვენი კანდიდატი მივა და მონაწილეობას მიიღებს ასეთი ფორმატის დებატებში. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება იხილავს დებატებს, რაც ნათელს გახდის, ვინ რას სთავაზობს ხალხს და რომელ კანდიდატს როგორი გეგმა აქვს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.