
როგორც „ალია“ წერს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ირაკლი ღარიბაშვილს სათოფეზეც აღარ ეკარება....
„კიდევ ერთი უხერხული მომენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მეორე დღეს დაფიქსირდა: როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მინისტრები ბათუმში ჩავიდნენ ხელმოწერის აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო "შერატონში" იმყოფებოდა, გაიგო თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ჩამოვიდაო, ეგრევე მოცოცხა იქიდან.
და მაინც, ვინ არის ჩართული მარგველაშვილის მთავრობასთან დაპირისპირებაში? საქმეში უკვე წონიანი ფიგურები მონაწილეობენ - ამერიკელი ლობისტი, რაფაელ გლუკსმანი და ვიქტორია ნურლანდი, რომლებმაც მას მოუწყვეს შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
პრინციპში, ეს იყო შეხვედრა დაჩქარებული წესით, სურათების გადასაღებად. როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს "ალიასთან" საუბარში, მარგველაშვილისთვის ბაიდენთან სურათის გადაღება ძალიან მომხიბლავი აღმოჩნდა. მით უმეტეს, მაშინ უფრო გაგიჟდა, როცა სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები დაჰპირდნენ, 14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მოსაწვევს "გაგიჩალიჩებთო".
არ არის გამორიცხული, მოსაწვევი მიხეილ სააკაშვილმაც "დაითრიოს" და პარიზში ჩავიდეს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შედგება "ისტორიული" შეხვედრა ყოფილ და ახლანდელ პრეზიდენტებს შორის,“ -წერს „ალია“.