
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სასამართლო სხდომის დროს დარბაზში მყოფ მეგობრებს გადაულაპარაკა: „ამ დედამოტ...მა, ახლა შემთხვევით არ გამიშვასო“
როგორც „ქრონიკა+“ წერს, სასამართლო უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდებაზე ხუთი საათის განმავლობაში მსჯელობდა.
„მგონი, არავისთვის უცხო არ არის, რომ მოსამართლეების დიდ ნაწილს ისევ კუბლაშვილი აკონტროლებს.
შედის თუ არა უგულავას მოსამართლე მათ რიცხვში, ძნელი სათქმელია, მაგრამ „ქრონიკა+“- ის წყაროს ინფორმაციით, სხდომის მიმდინარეობისას, რაღაც მომენტში, მოსამართლემ პოზიცია უგულავას მისამართით ოდნავ შეარბილა, სწორედ ამ დროს თბილისის ყოფილი მერი მის უკან მჯდომ გოკა გაბაშვილს და გიგა ბოკერიას მიუბრუნდა და სრული სერიოზულობით უთხრა: ამ დედამოტ...მა, ახლა შემთხვევით არ გამიშვასო“, - წერს გამოცემა.
„ქრონიკა +“.