ფილიპ დიმიტროვი: ასოცირების ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გარანტირებულია

Image

თუ ხელისუფლება ევროკავშირის განცხადებებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, შესაძლოა თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს,-აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.

 

 

 

ევროკავშირის ელჩმა საინფორმაციო სააგენტო პირველთან საუბარში  აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა  ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გარანტიებს არ ნიშნავს.

 

მან ასევე ისაუბრა გიგი უგულავას დაკავებისა და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

„თქვენ იცით ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ. როგორც დიპლომატი, მე ვერ გაგცემთ დეტალურ პასუხს სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედების თაობაზე, თუმცა ჩემი მტკიცე რეკომენდაცია იქნებოდა, რომ ხელისუფლებამ წაიკითხოს ჩვენი განცხადებები. ისინი ძალიან ზრდილობიანი ფორმითაა გაკეთებული და ამ განცხადებებში ჩვენ არავითარ მოთხოვნებს არ ვაყენებთ, რადგან საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა, განცხადებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებულ განწყობას ასახავს.

 

თუ ხელისუფლება მათ მეტ ყურადღებას დაუთმობს, მან შეიძლება თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს.

 

 მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი ,,Facebook-ზე“ სვამდა კითხვას, ხომ არ შეუჩერებენ საფრანგეთს ევროკავშირის წევრობას პრეზიდენტ სარკოზის საქმის გამო.

 

მე ვაფასებ მის შეშფოთებას. მინდა მტკიცედ დავარწმუნო, რომ საფრანგეთს ევროკაშირის წევრობას არ შეუჩერებენ. მაგრამ, ასეთივე სიმტკიცით ვერ დავარწმუნებ, რომ ახლა, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, გარანტირებულად უნდა ჩაითვალოს“, - განუცხადა დიმიტროვმა სააგენტო ,,პირველს“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !