გიგი უგულავა საზოგადოებას მიმართავს

Image

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა საზოგადოებას მიმართავს. როგორც მიმართვის ტექსტშია ნათქვამი, მოსამართლემ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება უსაფუძვლოდ გამოიყენა,  რადგან მთავრობას სურს ის ბოროტმოქმედად წარმოაჩინოს.

 

 

„სააპელაციო სასამართლოს წინ, მინდა მივმართო საზოგადოებას. მთავრობა ყველანაირად ცდილობს წარმომაჩინოს მე, როგორც ბოროტმოქმედი და ამით არღვევს ჩემს უდანაშაულობის პრეზუმციას.

 

მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს პატიმრობაში ვარ, წინასწარი პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ სრულად დაუსაბუთებლად გამოიყენა. თუმცა აქ არ ვაპირებ ამ საკითხის გარჩევას. მინდა საზოგადოებას ავუხსნა რას ნიშნავს წინასწარი პატიმრობა. წარმოიდგინეთ, როცა ერთი ადამიანი თანახმაა ეჭიდაოს ათს და მსაჯი ამ ათი პირის მოთხოვნით ერთს ხელებს უკრავს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში ორთაბრძოლა?- ასეთ პირობებში ვარ მე და ჩემი მეგობრები.

 

როცა ისედაც მთელი სახელმწიფო მანქანა გიპირისპირდება უთანასწორო ბრძოლაში და მოსამართლე წინასწარ პატიმრობას იყენებს, ანუ ხელებს გიკრავს და ასეთ პირობებში უნდა ამტკიცო შენი უდანაშაულობა, ეს კანონის უზენაესის სტანდარტისგან ძალიან შორსაა. ბოლო ორი წელია კანონის უზენაესობის პრინციპი ჩაანაცვლა მისმა სუროგატმა “სამართლიანობის აღდგენამ”.

 

დღეს, სწორედ სასამართლოს აკისრია ისტორიული მისია დაიცვას ქვეყანა პოლიტიკური შურისძიებისგან და მიიყვანოს კანონის უზენაესობის პრინციპამდე.

ბატონო სააპელაციოს მოსამართლენო, ისედაც უთანასწორო ბრძოლაში მყოფს, ნუ დატოვებთ ჩემ სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე და მომეცით შანსი ჩემი არგუმენტი გამცნოთ“, – ნათქვამია მიმართვაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !