„პატარკაციშვილს დათამ ხელი დაარტყა, რა... გააქანა და ხია... მეორედ ეგეთ რამეს გააკეთებ, ტყვიას დაგაჭედებ შუბლშიო“

Image

გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, რომ  გამოძიება 7 ნოემბრის საქმეზე ფინალშია გასული. პროკურატურამ უკვე დაკითხა  არხის მაშინდელი დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი და საინფორმაციო-პოლიტიკური რედაქციის ხელმძღვანელი, გიორგი თარგამაძე.

 

 

„პრაიმტაიმთან“ საუბარში გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ  დაკითხვის დროს ამოტივტივდა გადაცემა „დროებაში“  გასული დგებუაძის, იგივე „მასტერასა“ და პატიმრობაში მყოფი კრიმინალური „ავტორიტეტის“, პლატონ მამარდაშვილის ფარული ჩანაწერი, რომელიც მას ადვოკატმა ლალი აფციაურმა მიაწოდა.

 

 

 „ეს ფარული აუდიომასალა პლატონ მამარდაშვილმა მისი ოჯახის წევრების ხელით გამომიგზავნა. ეს არის ციხის ბუნტთან დაკავშირებული ჩანაწერი, სადაც დგებუაძე მამარდაშვილს სთხოვს, ხელი არ დაადოს ბაჩო ახალაიას და ამის სანაცვლოდ ყველანაირად დაეხმარებიან.

 

ამ ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ ჩაფიქრებული იყო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, რომელსაც ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას უკავშირებდა. იქვე საუბარია იმაზე, რომ, თუ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლებოდა და პატარკაციშვილის შეჩერებას ვერ შეძლებდნენ, დგებუაძე მამარდაშვილს ჰპირდებოდა, რომ ის ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარებოდა...

 

ეს ჩანაწერი მინდოდა თავად პატარკაციშვილისთვის მიმეწვდინა.  ამიტომ გიორგი თარგამაძეს დავუკავშირდი, ვთხოვე, მოესმინა, მაგრამ არ გამოექვეყნებინა იმ დრომდე, სანამ სასამართლოში მამარდაშვილი არ დაიკითხებოდა.

 

მას  ჩუმად გადმოუწერია ლეპტოპში და მეორე დღესვე გადაცემა „დროებაში“ გაუშვა. ამან განაპირობა სწორედ მამარდაშვილზე ზეწოლა და ჩვენების შეცვლა... “ - აღნიშნა ლალი აფციაურმა.

 

„ახლა კი, რაც შეეხება უშუალოდ ამ ჩანაწერის შინაარსს.

გიორგი დგებუაძე: დათა ბრუნდება ეხლა, პროსტა შეჩერებული აქვს (იგულისხმება თანამდებობა). ბრუნდება ეხლა ამ დღეებში. გუშინწინ დამიძახეს და მითხრეს, რომ მინისტრს ხსნიანო და გული გამიხდა ცუდად. ვიფიქრე, დედა მაქვს მ...თქო.

 

იმიტომ, რომ, როგორც შენ ხარ დამოკიდებული მაგაზე, ისე მე რას მიზამენ, იკაიფე რა, იმენა გამატყავებენ. თან რაზე იცი? ხელი დაადე დათასო, მეტყვიან, რომ ესეთ რაღაცეებს აკეთებდაო. ხომ უნდა მიიღონ კაცზე ჩვენება, ვისი საშუალებით უნდა გააკეთონ ეს რაღაცეები? ჩემით.

 

პლატონ მამარდაშვილი: არ დაადებ და შენ გამოდიხარ მერე დამნაშავე...

 

გიორგი დგებუაძე: ხო ხვდები, რა ცუდ მდგომარეობაში ვარ, ლამის ჭკუიდან გადავედი. ეს სადღაც დილით მითხრეს. მერე საღამოთი დამირეკეს და მითხრეს, რომ პრეზიდენტი ჩამოვიდა და იმენნა გაუიასნეს რა ყველაფერი. დაუდეს მასალები და დედის მ...ლი დაახურა ყველას, ვინც ეუბნებოდა, ვანო გადააყენეო...

 

დარჩა ყველაფერი ძალაში. იმიტომ ვარ წყნარად ახლა, პაატა, ახლა მთავარი აზრი არის იმაში, რომ არ მოხდეს იმის გაშიფვრა, რომ მე და ბაჩოს რაღაცაზე გვქონდა საუბარი. ეგ ისე უნდა მოხდეს, რომ დაჟე პროკურორმაც არ უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი იყო წინასწარ მოლაპარაკებული. სულ სხვა სიტუაცია იყო მოლაპარაკებული და სულ სხვა რამეში გადაიზარდა. ეს ყველამ ვიცით და მართლები ვართ, მაგრამ ეს საქმე ისე უნდა წავიყვანოთ...

 

ზვიადაძესთან შეიძლება მაგაზე საუბარი, მაგრამ ადეიშვილთან ვინც არ უნდა მიიტანოს, სხვამ არ გაიგოს, რომ ჩვენ და ბაჩოს რაღაც გარიგება გვქონდა ერთმანეთში. მთავარი პრობლემა არის ეგ, რომ არ გაბაზრდეს და არ მივიდეს ვიღაცის ყურამდე.

 

პლატონ მამარდაშვილი: დაიჭერენ ეგრევე, ტო...

გიორგი დგებუაძე: დაჭერით ახლა ვერ დაიჭერენ, მაგრამ უსიამოვნება ექნება. ნუ, თუ ყველაფერი გაიხსენეს, ხო, მაგრამ ამ ხელისუფლების დროს მაგას ვერ დაიჭერს ვერავინ. მერე შეიძლება უკვე რა, ბომბს იტოვებს, რა, ფაქტიურად. მეც გასაქცევი ვიქნები და სადაც მე ვიქნები გასაქცევი, იქ გაგიყოლებ, თუ მაქამდე მივიდა საქმე.

 

მაგრამ არ მივა, შანსი არ არის. მე ეხლა უფრო წყნარად ვარ, ისეთი ხალხისგან გავიგე. შენზე ცუდ მდგომარეობაში მე ვარ. აქ რომ რამე მოხდეს ახალაიას გარშემო, თუკი ვინმე ახლოს იყო, ყველას გაგვისწორდებიან, ისე ჰყავს გადაკიდებული ყველა...

 

შენ პატარკაციშვილზე არ გაქვს რამე, მაგ დედა მ...ს რაღაცნაირად რომ გავუჩალიჩოთ, სიმონ? ვინმე სვაბოდიდან, ჩერეზ ქურდებიდან, რომ გავატ...თ. კომპრა მინდა მაგაზე... ეგ არის ბიჭო ყველაფრის თავი და თავი.

 

რაც კი ხდება ყველაფერს აფინანსებს. ყველას მაყუთს აძლევს, ლიჟბი ამას დედა მ...ს. რატომ იცი? სახლში მივუვარდით მაგას. დედის მ... ვაგინეთ და დათამ ხელი დაარტყა, რა... აი, მოჭიდავეების გამოსვლა რომ იყო მაშინ, გააქანა და ხია.

 

პლატონ მამარდაშვილი: ეგ პატარა ბიჭია და რამხელა გული აქვს.

 

გიორგი დგებუაძე: თან ვის? პატარკაციშვილს, ებრაელი, წარმოიდგინე რამხელა მაფიაშია. ბუშის ძმასთან ძმაკაცობს. მეორედ ეგეთ რამეს გააკეთებ, ტყვიას დაგაჭედებ შუბლშიო. ვეუბნები, ძმაო, ჩვენ თუ არ მოვიცილებთ მაგ კაცს, ეგ კაცი მ...ს კარგის ტ...ს-თქო. სანამ არ გაგვანადგურებს, არ მოისვენებს. ეხლა არ გამოუვა, სხვა მიზეზს დაელოდება.

 

ალანიას საქმე (იგულისხმება გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული) არ კეთდება, სანამ პატარკაციშვილს დედას არ მ...ენ. ესენი არ გაჩერდებიან, ყველა ნაბიჯს უყურებენ. დაჟე კამერაში ერთად რომ იყვნენ, მაგაზე რა ამბავი ატეხეს. სანამ ეგ იქნება, მანამდე შანსი არ არის, მაგათ რამე ეშველოთ.

 

პლატონ მამარდაშვილი: კაი მასტერ, ე.ი. მე ვცდილობ, რომ...

 

გიორგი დგებუაძე: ეხლა მიშა რომ გამოვა და იტყვის, ვინ დარჩა თავის ადგილზე და გააიასნებს, ყველა ელოდება, რა მოხდება. რომ იტყვის, რომ ძალოვნებს არ ვეხები და გააგრძელონ მუშაობა, მერე უკვე დედა უნდა მ... ყველას. უნდა გადავიდეთ ატაკაზე, თორემ აქეთ შემოგვიტევენ სერიოზულად და მაგ მომენტში უნდა ვისარგებლოთ, ყველაფერი რაც გასაკეთებელია. მე, ძმაო, კიდევ გეუბნები რა, რაც ჩემს ძალებშია ყველაფერს გავაკეთებ.

 

მოკლედ, როგორც ამ ჩანაწერით ირკვევა, გიორგი დგებუაძე ჯერ კიდევ 2007 წელს წინასწარმეტყველებდა იმ მოვლენებს. ამჟამად ის ჰოლანდიაში საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. საქართველოს პროკურატურამ ჰოლანდიელ კოლეგებს უკვე მიმართა დგებუაძის ექსტრადირების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოში ჩამოიყვანენ, მაღალი ალბათობით, არაერთ გახმაურებულ საქმეზე მოუწევს საუბარი“-  წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !