-
2014-07-07 11:59
როგორც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ წერს, , ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ სანამ ეკონომიკის სამინისტრო არ დაამუშავებს ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის რეგულაციებს, მანამდე საქართველოში მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება.
„...ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ურყევი პოზიცია! გიორგი კვირიკაშვილმა იქვე ისიც თქვა, ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ მიწას, რაც გვინდა ისეთი ინევსტიციების ზრდა, თუ ჩვენს მომავალ თაობებს უმიწოდ დავტოვებთო!
ჰოდა, ამაზე კარგი რა არის?! უკეთესს რას ინატრებს კაცი, როდესაც პრემიერი ეკონომიკის მინისტრი ზუსტად აცნობიერებენ, რა ფასი აქვს ქართველი კაცისთვის ქართულ მიწას! ყოჩაღ, ბატონო პრემიერო! ყოჩაღ, ბატონო მინისტრო!“, - წერს გამოცემა.
„ასავალ-დასავალი“