რაღა მატარებლით გიმგზავრია და რაღა ტაქსით - ბათუმისკენ ბილეთები ძვირდება

Image

10 ივლისიდან თბილისი-მახინჯაური-თბილისის მიმართულებით მატარებლის ბილეთის ფასი მოიმატებს. კერძოდ,  პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარი, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი - 23 ლარი იქნება.

 

 

საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ ბილეთები კი არ ძვირდება, არამედ აქამდე აღნიშნული მიმართულებით ფასდაკლება მოქმედებდა, რაც 10 ივლისიდან  ორი თვის განმავლობაში მოიხსნება და  მომხმარებლები აქამდე არსებული ფასდაკლებით ვერ ისარგებლებენ.

 

„2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან 10 ივლისამდე პერიოდს. ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი.

 

ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში. სატარიფო ცვლილება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს შეეხება. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე კი სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება,“ - აცხადებენ რკინიგზაში.

 

სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით  მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან.

 

აღსანიშნავია, რომ სატარიფო ცვლილებების შედეგად ზღვისპირეთში გამგზავრების საფასური პრაქტიკულად ტაქსის ტარიფს გაუტოლდება. როგორც ტაქსის მძღოლები ამბობენ, თბილისიდან ბათუმში გამგზავრების ტარიფი 150 ლარიდან იწყება, და ოთხი პირის ერთდროულად წაყვანის შემთხვევაში, თითოეულს 40 ლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !